დახურვა
მობრძანდით

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია, რომ შეძლოთ ყველა განყოფილების დათვალიერება

გთხოვთ, წაიკითხოთ წესები უპირველეს ყოვლისა.

რეგისტრაცია!

 

სკოლის მიერ შერჩეულ სახელმძღვანელოები

ყურადღება 
                     

2012-2013 სასწავლო წელს თბილისის #51 საჯარო სკოლის მიერ შერჩეულ სახელმძღვანელოთა ჩამონათვალი იხილეთ აქ
სიახლეები

სიახლეები
სასკოლო გამოცდები 10, 11 კლასებში

ყურადღება!


2013 წლის 17 ივნისიდან იწყება სასკოლო გამოცდები 10, 11 კლასებში.

სასკოლო გამოცდების განრიგი:

ქართული ენა და ლიტერატურა – 17.06.2013

მათემატიკა – 18.06 2013

ინგლისური ენა – 19.06 2013

ისტორია/გეოგრაფია – 20.06.2013

ფიზიკა – 21.06.2013

ქიმია/ბიოლოგია – 22.06.2013


გისურვებთ წარმატებებს!

share

- TAMO51, ორშაბათი, 17 ივნისი 2013 08:00 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია


მოსწავლეთა 67-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში მონაწილეობა მიიღეს და წარმატებას მიაღწიეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა.

II ხარისხის დიპლომი გადაეცათ:

1. ნიკოლოზ ხონელიძე - IX1 კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა, პედაგოგი  ლალი თანიაშვილი;

2. გიორგი კვარაცხელია - IX5 კლასი - ასტრონომია, პედაგოგი მაია შარაბიძე;

3. ზვიად კაკაურიძე - X1 კლასი - საერთაშორისო ურთიერთობები, პედაგოგი  მაია შაღაშვილი;

4. ლიკა ამაშუკელი - X1 კლასი - საერთაშორისო ურთიერთობები, პედაგოგი  მაია შაღაშვილი;

5. ანანო ნიგურიანი - X1 კლასი - საერთაშორისო ურთიერთობები, პედაგოგი  მაია შაღაშვილი;

6. დავით ღამბაშიძე - X1 კლასი - საერთაშორისო ურთიერთობები, პედაგოგი  მაია შაღაშვილი.

 

სიგელები გადაეცათ:

1. ზვიად კაკაურიძე - X1 კლასი - ბიოლოგი, პედაგოგი ლია ბერაძე;

2. ლიკა ამაშუკელი - X1 კლასი - ბიოლოგია, პედაგოგი ლია ბერაძე;

3. ანანო ნიგურიანი - X1 კლასი - ბიოლოგია, პედაგოგი ლია ბერაძე;

4. დავით ღამბაშიძე - X1 კლასი - ბიოლოგია, პედაგოგი ლია ბერაძე;

5. მარიამ კვარაცხელია - XI კლასი - ისტორია, პედაგოგი ანა კუპრავა.

 

სერთიფიკატი გადაეცა:

1. მარიამ სავანელი - X1 კლასი - ბიოლოგია, ბიოლოგიისა და მედიცინის აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილ სტუდენტთა და მოსწავლეთა VII სამედიცინო სიმოზიუმზე, პედაგოგი ლია ბერაძე.


share

- AdministratoR, ოთხშაბათი, 12 ივნისი 2013 22:20 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
სამეურვეო საბჭოს არჩევნები სკოლაში

2013 წლის 9 ივნისს, ს.ს.ი.პ. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლაში ჩატარდა სამეურვეო საბჭოს არჩევნები.

კენჭისყრის შედეგად სამეურვეო საბჭოს წევრებად არჩეულ იქნან შემდეგი კანდიდატები: 

სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი მასწავლებელი:

1. ნელი ხაზარაძე – 18 ხმით
2. თინათინ კვიტაიშვილი –  17 ხმით
3. ნათია დოლიძე – 16 ხმით
4. ლიდა ჭანკვეტაძე – 15 ხმით
5. ანა ქიტუაშვილი – 14 ხმით

სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი მშობლები:

1. თეა მათითაიშვილი – 188 ხმით
2. ივანე ბურდული – 110 ხმით
3. მარიამ გოჩიტაშვილი – 48 ხმით
4. მარიამ ნარუსლიშვილი – 43 ხმით
5. მაკა წიტაიშვილი – 27 ხმით
6. თამარ ჩხატარაშვილი – 24 ხმით


სამეურვეო საბჭოს წევრობის მეექვსე კანდიდატი მასწავლებელი ვერ იქნა არჩეული ხმების თანაბარი რაოდენობის აღების გამო

ნინო მჭედლიშვილი – 13 ხმა
შორენა ასათიანი – 13 ხმა

ამიტომ გაცნობებთ, რომ მეექვსე წევრის არჩევის მიზნით, ამ ორ კანდიდატს შორის, 13 ივნისს გაიმართება არჩევნები.

კანდიდატებს ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს!

share

- TAMO51, ორშაბათი, 10 ივნისი 2013 14:24 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
სამეურვეო საბჭოს არჩევნები სკოლაში

ყურადრება!!! 

2013 წლის 9 ივნისს, დღის 10 საათიდან 16 საათამდე, ჩატარდება ს.ს.ი.პ. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევნები.

სკოლის სამეურვეო საბჭოში აირჩევა 12 წევრი, აქედან 6 მშობელი და 6 პედაგოგი. 

სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველებმა მიმართონ განცხადებით საარჩევნო კომისიას 3 ივნისის ჩათვლით, 10.00 საათიდან 18.00 საათამდე, ოთახი N220.

განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელი, გვარი;ბ) დაბადების თარიღი;

გ) კანდიდატთა რომელ კატეგორიაში შედის (მასწავლებელი თუ მშობელი);

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე) საარჩევნო პროგრამა (ნებაყოფლობითია);

ვ) 2 ფოტოსურათი;

ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ასლი. 

გისურვებთ წარმატებებს!!!


share

- TAMO51, ხუთშაბათი, 30 მაისი 2013 10:10 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
ბოლო ზარი 2013


2013 წლის 20 მაისს ს.ს.ი.პ. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლის XII კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

XII1 კლასის მოსწავლეებმა ამ დღის აღსანიშნავად საკუთარი კლასის ჰიმნის პრეზენტაცია მოაწყვეს. 

XII კლასელებისთვის იმღერა საქართველოს ვარსკვლავის მონაწილემ, ჩვენმა კურსდამთავრებულმა მარიკო ლეჟავამ. პედაგოგებმა, ადმინისტრაციამ და მოსწავლეებმა თბილი სიტყვები არ დაიშურეს ერთმანეთისთვის.

სკოლა ულოცავს მათ სკოლის დამთავრებას და წარმატებებს უსურვებს ცხოვრების გზაზე!


share

- AdministratoR, ოთხშაბათი, 22 მაისი 2013 21:36 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
ცხელი ხაზი

ყურადღება!

სკოლაში დაიწყო მეთორმეტე კლასის საატესტატო გამოცდები.

სკოლაში აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისრტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტს ცხელ ხაზზე

2318950

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.



share

- TAMO51, სამშაბათი, 21 მაისი 2013 07:33 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
TLC-Tbilisi Language Center


ყურადღება!

ჩვენი სკოლის მოსწავლემ დიდ წარმატებას მიაღწია TLC-Tbilisi Language Center-ის ოლიმპიადაზე.

ოლიმპიადაზე გამარჯვებულ  ქათევან ლომიძეს TLC უფინანსებს  ორ კვირიან სასწავლო კურსს დიდ ბრიტანეთში,  Regent school-ში.

 
ქეთევანს ვულოცავთ წარმატებას!!!


share

- AdministratoR, პარასკევი, 17 მაისი 2013 23:44 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
სასკოლო წერის საკითხები ინგლისურ ენაში

სასკოლო წერის საკითხები ინგლისურ ენაში იხილეთ აქ.

share

- AdministratoR, პარასკევი, 17 მაისი 2013 23:42 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
ზღაპრის გმირები პირველ კლასელებთან



2013 წლის 17 მაისს, სკოლამ სიურპრიზი მოუწყო პირველკლასელებს. პატარებს პირველი კლასის დამთავრება მხიარულმა ზღაპრის გმირებმა მიულოცეს. სკოლის აღსაზრდელებმა ბევრი ლექსი და გამოცანა უთხრეს ზღაპრიდან მოსულ სტუმრებს, იმღერეს და იცეკვეს მათთან ერთად.

სკოლის აღსაზრდელებთან ერთად ზეიმზე მშობლებმა და პედაგოგებმაც იმხიარულეს.

სკოლა ულოცავს პატარებს სასწავლო წლის წარმატებით დმათავრებას და მათ მხიარულ და შინაარსიან დასვენებას უსურვებს!


share

- AdministratoR, პარასკევი, 17 მაისი 2013 23:33 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
სასკოლო წერის საკითხები

ყურადღება!!!


სასკოლო წერის საკითხები იხილეთ აქ.


share

- AdministratoR, სამშაბათი, 14 მაისი 2013 22:44 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
სასკოლო წერის საკითხები

სასკოლო წერის საკითხები ისტორიასა და გეოგრაფიაში იხილეთ აქ


share

- AdministratoR, ორშაბათი, 13 მაისი 2013 15:47 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
გამოცდების ახალი მოდელი

სკოლის გამოსაშვები გამოცდების ახალი მოდელი

2013-2014 სასწავლო წელს ამოქმედდება სკოლის გამოსაშვები გამოცდების ახალი მოდელი. დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხ. ბმული ფაილი.

პრეზენტაცია იხილეთ აქ.


share

- AdministratoR, ორშაბათი, 13 მაისი 2013 15:42 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
საატესტატო გამოცდები

ყურადღება!!!

გაცნობებთ, რომ საატესტატო გამოცდები XII კლასებისათვის ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:

ქართული ენა და ლიტერატურა - 21 მაისი, 10.00 საათი;

მათემატიკა - 22 მაისი, 10.00 საათი;

ინგლისური ენა - 23 მაისი, 10.00 საათი;

ისტორია - 24 მაისი, 10.00 საათი;

ბიოლოგია - 24 მაისი, 13.00 საათი.

 

საგამოცდო საკითხები იხილეთ აქ.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

 


share

- AdministratoR, ორშაბათი, 13 მაისი 2013 15:40 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში


ს.ს.ი.პ. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლის დირექციის ხელმძღვანელობით და ჭადრაკის სასახლის ხელშეწყობით ჩატარდა შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეოობა მიიღო ორმოცდაათმა მოსწავლემ. 

გამარჯვებულები გოგონათა შორის: 

პირველი ადგილი - ბერძენიშვილი კესარია

მეორე ადგილი - ლურსამანაშვილი თამარი

მესამე ადგილი - ტატიკიანი ქეთევანი

გამარჯვებულები ვაჟთა შორის:

პირველი ადგილი - ნებიერიძე ოთარი

მეორე ადგილი - კვანტრალიანი ვაჟა

მესამე ადგილი - დარჩია გივი



share

- AdministratoR, ორშაბათი, 13 მაისი 2013 15:34 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
„წელიწადის დროები"


II2 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებში (პედაგოგები: ლალი ქვეითაია და ლუიზა ლომჯარია), გაკვეთილის თემა იყო „წელიწადის დროები".

გავეთილს ესწრებოდნენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქალაბტონი მანანა თურქაძე, დირექტორის მოადგილეები ქალბატონები მერი ალბორიშვილი და ნანა გიორგობიანი, მოწვეული სტუმრები, მშობლები და პედაგოგები.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ინგლისურ და ქართულ ენებზე ლექსები, შეასრულეს სიმღერები და გაითამაშეს როლები. გაკვეთილი იყო საინტერესო, მრავალი აქტივობებით დატვირთული. გაკვეთილს ალამაზებდა წელიწადის დროების ამსახველი ფერდაი სლაიდები. გავეთილმა საერთო მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეთა ცოდნა, მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში მაღალ დონეზე შაფასეს ქალბატონებმა მანანა თურქაძემ და მერი ალბორიშვილმა.


share

- AdministratoR, ორშაბათი, 13 მაისი 2013 15:29 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
II ტურის გამარჯვებულები

2013 წლის 1 მაისს, სკოლის VI კლასის მოსწავლეებს, საზეიმო ვითარებაში, გადაეცათ სიგელები VI კლასებს შორის გამართულ კონკურსში გამარჯვებისთვის.

კონკურსი მიმდინარეობდა ორი კვირის განმავლობაში 3 ეტაპად.

საგნების მიხედვით გამოვლიდნენ გამარჯვებულები

ქართული ენა:

გვენცაძე რუსუდან

ქაჯაია სანდრო

კაკაურიძე ცოტნე

კოხია ოთარ

 

მათემატიკა:

ლურსმანაშვილი თამარ - VI1

ხელაია ლუკა - VI1

შალაშვილი ლაში - გიორგი - VI2

კირვალიძე გიორგი - VI6

მინდაძე ლადო - VI8

 

ჩვენი საქართველო:

პალაგაშვილი ნიკა - VI3

წვერავა ირაკლი - VI3

კოხია ოთარი - VI6

მორჩაძე გიორგი - VI4

 

ინლისური ენა:

მორჩაძე გიორგი - VI4

ნიგურიანი მარიამი - VI1

ფეიქრიშვილი თეიმურაზი - VI1

შალაშვილი ლაშა - გიორგი - VI2

მდივანი ლუკა - VI5

ქაჯაია სანდრო - VI8

კენჭიაშვილი ლუკა - VI4  


გამარჯვებულებს ვულოცავთ წარმატებას!

share

- AdministratoR, ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 22:30 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში

21  აპრილს ს.ს.ი.პ. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა I - IV კლასის ჩათვლით.

ჩემპიონატი ჩატარდა სკოლის სპორტულ დრაბაზში. ტურნირი ორგანიზებული იყო ადრაკის ფედერაციისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები გოგონებში:

1.      თოფურია მარიამი  VI7 კლასი

2.      ხაჟომია მარიამი III6 კლასი

3.      ნოქარიშვილი გვანცა VI7 კლასი

4.      გოგიშვილი ანასტასია I3 კლასი

გამოვლინდნენ გამარჯვებულები ვაჟებში:

1.      კუჭუხიძე ლუკა IV5 კლასი

2.      კარგარეთელი ნიკოლოზი IV1 კლასი

3.      კვანტალიანი გუგა IV4 კლასი

 


share

- AdministratoR, ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 22:26 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
კონფერენცია

 

კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკოლოგიის მესამე კურსის სტუდენტების ინიციატივით ყოველ შაბათს იმართება კონფერცია, სადაც იკრიბებიან ლექტორები, სტუდენტები, მოსწავლეები და მასწავლებლები. კონფერენცია მოიცავს  ათ შეხვედრას.

      შეხვედრის მთავარი თემაა ეკოლოგიური სიტუაციებისა და მოვლენების განხილვა, როგორც გლობალური, ასევე ლოკალური მასშტაბით საქართველოს მაგალითზე. გაწერილი პროგრამის თანახმად განსახილველი თემებია - „სტიქიური უბედურებები",  „ნარჩენები და ნაგავსაყრელები საქართველოში", „ატმოსფეროს დაბინძურება", „ტყეების მნიშვნელობა და დაცვა", „გადაშენებული ცხოველებისა და მცენერეების სახობები საქართველოში", „საქართველოში არსებული სახეობების დავადებების გამომწვევი მიზეზები", „კოლხური ბზა", „ოზონის ეკრანის რღვევა."

კონფერენციებში მონაწილეობას იღებენ 51 საჯარო სკოლის 7-2 და 7-4 კლასების მოსწავლეები: თორნიკე ღამბაშიძე, ანი გველესიანი, ირაკლი ბაღაშვილი, ანი ბატიაშვილი, ანი კიკალეიშვილი, მერი ჯოხაძე, დიმიტრი დგებუაძე.

მესამე  შეკრების დროს, რომელიც გაიმართა 6 აპრილს, მოსწავლეების წახალისების მიზნით გაიმართა ვიქტორინა, რომელშიც მხოლოდ მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ვიქტორინაში გაიამრჯავა 51-ე სკოლის 7-2 კლასის მოსწავლემ მარი ბატიაშვილმა.

მარის ვულოცავთ გამარჯვებას.

 

 


 


share

- AdministratoR, ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 22:23 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
ეროვნული ოლიმპიადა


ჩვენი სკოლის IX3 კლასის მოსწავლეს ეკა რუსაძეს  დიდი წარმატება მოუტანა 2012-2013 წლის ეროვნულმა ოლიმპიადამ. მან 6 საგანში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ყველაზე წარმატებული მისთვის ინგლისური ენის ოლიმპიადა აღმოჩნდა. ეკამ ქულების მაქსიმალური რაოდენობა აიღო და პირველი ადგილი დაიკავა. მისი დამრიგებელი არის უაღრესად მაღალკვალიფიკაციური და გამოცდილი პედაგოგი თინათინ კვიტაიშვილი.

ეკა ძალიან აქტიურად მონაწილეობს სხვადსხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებულ კონკურსებში და ხშირად აღწევს გამარჯვებას.

პირველი გამარჯვება ეკამ მოიპოვა საგანმანათლებლო ასოციაციის „ბალავარის" მიერ 2009/2010 სასწავლო წლებში ორგანიზებულ კონკურსში ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მან დააგროვა 99 ქულა და დაიკავა მეორე ადგილი.

2012 წელს იმავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კონკურსში „ლინგვისტ კენგურუ" - ინგლისურ ენაში ეკამ პირველი ადგილი მოიპოვა და 2 კვირით რუმინეთის საერთაშორისო ბანაკში გაემგზავრა. საერთაშორისო ბანაკში ჩატარებული კონკურსებში ინგლისურ ენასა და მათემატიკაში მან მეორე ადგილები დაიკავა.

2012 წელს ეკამ ასევე პირველი ადგილი დაიკავა კინგსის მიერ ჩატარებულ ინგლისური ენის კონკურსში „Kings English" და 2013 წლის იანვარში სხვა წარმატებულ მოსწავლეებთან ერთად გაემგზავრა სასტუმრო კომპლექს „ბაზალეთის ტბაზე" გასართობ-შემეცნებით ტურზე.

 


share

- AdministratoR, ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 22:13 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა
სიახლეები
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შედეგები

2013 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში”  ახორციელებს შემდეგ აქტივობებს:ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში” და  ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში”.

1. ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში  – ინგლისური ენის საზაფხულო სკოლის მონაწილეები არიან - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შედეგებისა და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნის საფუძველზე შერჩეული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 2011-2013 აკადემიური წლის მდგომარეობით მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 600 მოსწავლე. 600 მოსწავლისათვის განხორციელდება 3 კვირიანი ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა, რომელიც მოიცავს აკადემიურ პროგრამას (ინტენსიური ინგლისური ენის კურსი არანაკლებ 20 საათი კვირაში) და არააკადემიურ ინგლისურენოვან აქტივობებს დღის მეორე ნახევარში.საზაფხულო სკოლაში მონაწილეები 4 ნაკადად განაწილდებიან  წყნეთის ბაზაზე. თითო ნაკადზე იქნება 150 მოსწავლე. კურსის დასრულების შემდეგ, ყოველი მონაწილე მიიღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საზაფხულო სკოლის განმხორციელებელი ორგანიზაციის მიერ დამოწმებულ სერტიფიკატს.

2. ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში  - ზემოთ აღნიშნული სამ კვირიანი ინგლისური ენის საზაფხულო სკოლის მონაწილე 600 მოსწავლიდან  32 საუკეთესო მოსწავლე შეირჩევა  და  გაემგზავრება  გაერთიანებულ სამეფოში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლებში ორი კვირის ვადით.  გაერთიანებულ სამეფოში ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე მოსწავლეების შერჩევა  მოხდება ნაკადების მიხედვით  (150 მოსწავლიდან - 8 მოსწავლე). გაერთიანებულ სამეფოში ინგლისური ენის ორკვირიანი კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეები (ასევე) მიიღებენ გაერთიანებულ სამეფოში კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შედეგების მიხედვით ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები:

ეკა რუსაძე  – IX-3 კლასი

მარიამ მჭედლიშვილი – IX-5 კლასი

გიორგი სამუკაშვილი – XI-3 კლასი


share

- TAMO51, ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 12:01 კომენტარი(0), ყველას წაკითხვა

აქციეთ მთავარ გვერდად


MKPortal M1.0 ©2003-2005 All rights reserved
გვერდი აისახა 0.02391 წამში 7 მოთხოვნით